ჯეფ ბეზოსის ქონებამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია - როგორ გამოიყურება Forbes-ის მილიარდერთა ათეული

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანის ქონებამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. Forbes-ის მიხედვით, Amazon-ს დამფუძნებლის ჯეფ ბეზოსის ქონება 182,6 მლრდ დოლარს შეადგენს. გამოცემის ინფორმაციით, 1,54 ტრილიონ დოლარამდე გაიზარდა Amazon-ს კაპიტალიზაციაც.

Bloomberg-ის თანახმად, ჯეფ ბეზოსის ქონება ამერიკის მშპ-ს 0,89%-ის ექვივალენტია. ამასთან, ის მსოფლიოში უმდიდრესი 500 ადამიანის საერთო ქონების 3%-ს ფლობს.

გთავაზობთ Forbes-ის უახლეს მონაცემებს:

  • ჯეფ ბეზოსი - 182,6 მლრდ დოლარი
  • ბილ გეითსი - 110,7 მლრდ დოლარი
  • ბერნარ არნო - 110,1 მლრდ დოლარი
  • მარკ ცუკერბერგი - 89,6 მლრდ დოლარი
  • სტივ ბოლმერი - 74,1 მლრდ დოლარი
  • ლარი ელისონი - 72,4 მლრდ დოლარი
  • უორენ ბაფეტი - 71,5 მლრდ დოლარი
  • მუკეშ ამბანი - 68,3 მლრდ დოლარი
  • ლარი პეიჯი - 67,1 მლრდ დოლარი
  • სერგეი ბრინი - 65,4 მლრდ დოლარი
ნინი ქეთელაური