ტურიზმის სექტორის 4 მოთხოვნა ხელისუფლებას  - ორშაბათს აქცია - „გადავარჩინოთ ტურიზმი“ გაიმართება

ტურიზმის სექტორი ორშაბათს კიდევ ერთ აქციას აანონსებს მოწოდებით - „გადავარჩინოთ ტურიზმი“.

ამის შესახებ ტურისტული კომპანიის "ტრაფიკ თრეველის" მმართველი პარტნიორი ცოტნე ჯაფარიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ ჩვენს ამ მნიშვნელოვან პოსტს! 15 ივლისს, ოთხშაბათს, ჩატარდება დიდი აქცია, რომლის პირობითი სახელია - გადავარჩინოთ ტურიზმი.

აქცია ჩატარდება გაერთიანებული ტურიზმის, მისი ყველა სეგმენტის სახელით! აქცია არის მშვიდობიანი და ტარდება პოლიტიკური პარტიების გარეშე, ჩვენი მოთხოვნები და გამოსვლა გახლავთ - სოციალური თემატიკით განპირობებული. მოთხოვნები რჩება უცვლელი:

  • გაიხსნას რეგულარული საჰაერო რეისები (მხოლოდ კოვიდ უსაფრთხო ქვეყნებთან).
  • გაუქმდეს საკარანტინო ზონები

მოგეხსენებათ, გუშინ ხელისუფლებამ დაანონსა, რომ ხუთი ქვეყნისთვის გახსნიან საჰაერო საზღვრებს. ესენია: გერმანია, საფრანგეთი, ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა. ეს არის მცირე ნაბიჯი, მაგრამ ცხადია - სავსებით არა საკმარისი. დღევანდელი განცხადების შემდეგ ჩვენს მოთხოვნებს დაემატა ლეგიტიმური და ლოგიკური მოთხოვნები.

1 - გაიხსნას რეგულარული და არა ჩარტერული რეისები (რომელიც არც იყო ჩვენს მოთხოვნებში);

2 - მთავრობამ უზრუნველყოს საჰაერო სივრცეში იმ კომპანიების დაბრუნება, რომლების წარმატებით ოპერირებდნენ და ახორციელებდნენ რეგულარულ ფრენებს;

3 - გაუქმდეს საკარანტინო სივრცეები საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც ბრუნდებიან სამშობლოში იმ ხუთი ქვეყნიდან, რომელთათვისაც გაიხსნა საჰაერო სივრცე;

4 - დროულად ითქვას რეგულარული ფრენების თარიღები, რათა კერძო სექტორი კიდევ ერთხელ არ შერცხვეს თავის უცხოელ პარტნიორებთან, რაც არა თუ ახლა, გრძელვადიან პერსპექტივაში პოვებს გამოუსწორებელ პრობლემებს;

მოვუფრთხილდეთ ქვეყნის და კერძო სექტორის რეპუტაციას.

აქცია დაიწყება შავთელის ქუჩაზე, 12 საათზე, გაბრიაძის მარიონეტების თეატრთან, რის შემდეგაც მსვლელობით ავალთ სახელმწიფო კანცელარიასთან. აქციას ექნება პერფორმანსის სახე,“- წერს ჯაფარიძე.