Bloomberg: აშშ-ის ხელისუფლება საფრანგეთიდან 700 მილიონის საქონელს დაბეგრავს

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია განიხილავს შესაძლებლობას საფრანგეთიდან იმპორტირებულ 700 მილიონი დოლარის პროდუქციაზე საბაჟო ტარიფები დააწესოს, საფრანგეთის მხრიდან დაგეგმილი ციფრული გადასახდელის ამოქმედების გამო, რომელიც ამეირკულ კომპანიებსაც შეეხებათ.

ამის შესახებ Bloomberg-ი იუწყება.

სააგენტოს ინფორმაციით, ტარიფები შეეხებათ 500-დან 700 მილიონ დოლარამდე ფრანგულ პროდუქციას, რომელთა შორის საუბარია ღვინოზე, ყველსა და ჩანთებზე. როგორც სააგენტოს ერთ-ერთმა წყარომ განუცხადა, აღნიშნულის შესახებ ამერიკის ხელისუფლებამ შესაძლოა, ოფიციალურად დღესვე გამოაცხადოს, თუმცა, მათი ამოქმედება წლის ბოლოდან დაიწყოს, როცა საფრანგეთი დაიწყებს ამ გადასახდელის აკრეფას.

მასალაში მოყვანილია ასევე სავაჭრო საკითხებში ამერიკის წარმომადგენლის რობერტ ლეიტჰაიზერის სიტყვები, რომელმაც ვიდეოკონფერენციის დროს ისაუბრა ამერიკის მხრიდან დაგეგმილ ზომებზე საფრანგეთის წინააღმდეგ, თუმცა არ დაუკონკრეტებია თუ რა ზომებს გულისხმობდა. ამავე დღეს ამერიკის ფინანსთა მინისტრმა სტივენ მნუჩინმა CNBC-ის ეთერში განაცხადა, რომ შტატებს ჯერ არ განუსაზღვრავს თუ როგორ უპასუხებს საფრანგეთის გეგმებს.

კოკა კვირკველია