თბილისში, კერძოდ, დიღომში იყიდება სახლი, რომლის ღირებულება 12 220 800 ლარს ( 3 993 720 დოლარი) შეადგენს.
როგორც SS.ge-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, სახლის საერთო ფართობი 900 კვ.მ-ია, ხოლო ეზოსი - 2000 კვ.მ.
ამასთან, ვილას აქვს 8 ოთახი, აქედან 6 საძინებელი.
განცხადების მიხედვით, კერძო სახლის პირველ სართულზე განთავსებულია: ცალკე სამზარეულო-სასადილო, მისაღები, კაბინეტი, სველი წერტილი, საძინებელი - სველი წერტილით. ხოლო, მეორე სართულზე: 4 სტანდარტული ზომის საძინებელი - 4 სველი წერტილით და 4 გარდერობის ოთახით. ასევე, დიდი საძინებელი თავისი სველი წერტილით და გარდერობის ოთახით, ორი დიდი ვერანდა.
სახლი იყოფა ორ ნაწილად, რომლის შუაში განთავსებულია აუზი და ერთსართულიანი საზაფხულო-სატრენაჟორო სახლი.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სახლი არის ახალაშენებული, გარემონტებული, მოწყობილი ავეჯით, ტექნიკითა და საყოფაცხოვრებო ნივთებით. ხოლო, ეზო არის გამწვანებული, მოპირკეთებული, აქვს გალავნი და სიგნალიზაცია.