საქართველოს კონკურენციის სააგენტომ ხორბლისა და პურპროდუქტების ბაზრის მონიტორინგი დაასრულა. კონკურენციის სააგენტო სწავლობდა, თუ რამ განაპირობა 2018 წლის 10 დეკემბერს პურის ფასის ზრდა.
მონიტორინგის შედეგის თანახმად, 2018 წლის 10 დეკემბერს პურის ფასის ზრდა კომპანიების გონივრულ/დანახარჯებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებას წარმოადგენდა. წინააღმდეგ შემთხვევაში შეუძლებელი იქნებოდა რენტაბელური ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება.
შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 10 დეკემბრიდან მაღაზიებში პურის ფასმა დაახლოებით 5-10 თეთრით მოიმატა. იმავე დღეს, მთავრობის სხდომის დაწყების წინ, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საკითხის შესწავლა კონკურენციის სააგენტოს დაავალა, რამდენადაც კეთდებოდა შეფასებები, რომ შესაძლოა, ფასის მატება არაჯანსაღი კონკურენციით ყოფილიყო გამოწვეული.