მსოფლიოში კარტოფილზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება. კერძოდ, ანალიტიკური სააგენტოს IndexBox ანგარიშის მიხედვით, 2019 წელს გლობალურ ბაზარზე კარტოფილის საერთო მოცულობამ 140,5 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 6%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით.
ამავე დოუკუმენტის მიხედვით, მომდევნო ათწლეულებში კარტოფილის მოხმარება კიდევ უფრო გაიზრდება. ზრდის დინამიკა კი ერთ წელში +1,6% იქნება. შედეგად, 2030 წლისთვის გლობალურ ბაზარზე კარტოფილის საერთო მოცულობა 441 მლნ ტონამდე გაიზრდება.
რაც შეეხება საქართველოს, იპორტირებული პროდუქტის მოცულობა აქაც გაიზარდა. კერძოდ, წელს 5 თვეში იმაზე მეტი კარტოფილი შემოვიდა ქვეყანაში, ვიდრე შარშან მთლიან წელს. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-მაისში კარტოფილის იმპორტის მოცულობამ 13,145 ტონა (3,112 მლნ დოლარი) შეადგინა, ხოლო, 2019 წელის მთლიანმა მაჩვენებელმა - 12 601 ტონა (2,439 მლნ დოლარი).
ამასთან, გასულ წელს იმპორტი განხორციელდა 12 ქვეყნიდან. რომელთა შორის, ყველაზე დიდი მოცულობის პროდუქტი საქართველომ შემდეგი სახელმწიფოებისგან შეიძინა:
რაც შეეხება ექსპორტს, საქართველომ 2019 წელს ქვეყნის ფარგლებს გარეთ 977,1 ათასი დოლარის (3,936 ტონა) კარტოფილი გაიტანა. ამასთან, ექსპორტი განხორციელდა 9 ქვეყანაში, მათ შორის: აზერბაიჯანში, თურქმენეთში, რუსეთში, მოლდოვაში და ა.შ.
ცნობისთვის, ანალიტიკური სააგენტოს IndexBox ანგარიშის მიხედვით, 2019 წელს კარტოფილის ყველაზე დიდი მომხმარებლები იყვნენ: ჩინეთი (93 მლნ ტონა), ინდოეთი ( 51 მლნ ტონა) და უკრაინა (23 მლნ ტონა), რომელთა საერთო მოხმარების წილმა, პროდუქტის მთელ მოცულობაში 45% შეადგინა.