ოფიციალური კურსი
კონვერტორი
USD
GEL
იტალიაში, შესაძლოა, საგანგებო მდგომარეობა გახანგრძლივდეს

იტალიამ, შესაძლოა, კორონავირუსის გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობა გაახანგრძლივოს, - „როიტერსის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ დღეს განაცხადა.

„საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივება ნიშნავს, რომ ჩვენ შესაძლებლობა გვექნება, გავაგრძელოთ ეპიდემიის საწინააღმდეგო ზომების მიღება,“- განაცხადა კონტემ.

შეგახსენებთ, იტალიამ საგანგებო მდომარეობა იანვრის ბოლოს, 6 თვით გამოაცხადა და მას ვადა 31 ივლისს ეწურება. ბოლო მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსის 242 363 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან დაღუპულია 34 926 და გამოჯანმრთელებულია - 193 978 ადამიანი.