ნორვეგიამ ევროპის საბჭოს საქართველოს ახალი სამოქმედო გეგმისთვის 3 751 000 ევრო გამოყო

ნორვეგიამ ევროპის საბჭოს 2020-2023 წლების საქართველოს სამოქმედო გეგმის შესასრულებლად, დაახლოებით, 3 751 000 ევრო (NOK 40,000,000 ) გამოყო.

ამის შესახებ ინფორმაციას ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისი ავრცელებს.

მათი ცნობით, საქართველოში ნორვეგიის ელჩმა ჰელენე სანდ ანდრესენმა და ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში კრისტიან ურსემ, გამართული შეხვედრის დროს კიდევ ერთხელ ისაუბრეს 2020 -2023 წლებში განსახორციელებელი პროექტების მნიშვნელობასა და თანამშრომლობის შესახებ.

ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმა საქართველოსთვის 2020 -2023 ხელმისაწვდომია აქ.