აშშ-ის უმაღლესმა სასამართლომ ოკლაჰომას შტატის ნაწილი ინდიელთა ტერიტორიად აღიარა, რაც ადგილობრივი აბორიგენი ტომების ცხოვრებას მნიშვნელოვნად შეცვლის. გადაწყვეტილებას მხარი ხუთმა მოსამართლემ დაუჭირა, 4 კი წინააღმდეგი იყო.
აღსანიშნავია, რომ ოკლაჰომის შტატის აღმოსავლეთ ნაწილში 1,8 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, სადაც უმეტესობას ადგილობრივი ინდიელები წარმოადგენენ. ახლა ეს ტერიტორია ოფიციალურად ინდიელთა ხუთი ტომის - ჩიკასოს, ჩოკტოს, ჩეროკის, სემინოლოსა და მასკოგოს მიწაა.
ამასთან, შტატის სახელი ოკლაჰომა ინდიელთა ენაზე „წითელ ხალხს“ ნიშნავს.