2019 წელს ტელევიზიების სარეკლამო შემოსავალი 10.9%-ით შემცირდა

2019 წელს ტელევიზიების სარეკლამო შემოსავალი შემცირდა.

ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია აღნიშნული.

სარეკლამო ბაზარი მოიცავს რეკლამის, სპონსორობის, ტელეშოპინგის, პროდუქტის განთავსებისა და განცხადებების კომპონენტებს.

კვლევის მიხედვით, ტელევიზიების სარეკლამო შემოსავალი 2016-2019 წლებში ყოველწლიურად მცირდება. 2019 წელს, 2018 წელთან შედარებით, სარეკლამო შემოსავალი 8.2 მლნ ლარით (10.9%) შემცირდა, ხოლო, თუ საზოგადოებრივი მაუწყებლის სარეკლამო შემოსავალს გამოვაკლებთ, კერძო ტელევიზიების სარეკლამო შემოსავალი, 2018 წელთან შედარებით, 6.9 მლნ ლარითაა (9.4%) შემცირებული.

ლიკა ამირაშვილი