ილონ მასკმა მილიარდერების რეიტინგში უორენ ბაფეტს გადაასწრო

ამერიკელმა ბიზნესმენმა ილონ მასკმა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში, რომელსაც ყოველდღიურად ანახლებს Bloomberg-ი, მეშვიდე ადგილი დაიკავა.

შედეგად კი გადაასწრო საინვესტიციო ფონდ Berkshire Hathaway-ის ხელმძღვანელს უორენ ბაფეტს.

სააგენტოს ცნობით, პარასკევს მასკის ქონება 6,1 მილიარდი დოლარით გაიზარდა, ამის მიზეზი კი მის კუთვნილ კომპანია Tesla-ს აქციებზე 11%-იანი ზრდა გახდა. ახლა ილონ მასკის ქონება შეფასებულია 70,5 მილიარდ დოლარად, ბაფეტის ქონება კი ამავე რეიტინგით 69,2 მილიარდად არის შეფასებული და ის მეათე ადგილზეა.

Tesla-ს ხელმძღვანელმა რეიტინგში ასევე გაასწრო კორპორაცია Google-ის დამფუძნებელს სერგეი ბრინს და ინდური ჰოლდინგის Reliance Industries-ის დამფუძნებელს მუკეშ ამბანის, რომლებიც რეიტინგში 70,4 და 70,2 მილიარდით - მე-8 და მე-9 პოზიციებზე არიან.

ამ რეიტინგის სათავეში კი Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსია 189 მილიარდით, მეორეზე Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეითსი 116 მილიარდით და მესამეზე Facebook-ის ხელმძღვანელი მარკ ცუკერბერგი 93 მილიარდით.

კოკა კვირკველია