აშშ  საფრანგეთიდან იმპორტირებულ 1,3 მილიარდის პროდუქციაზე 25%-იან საბაჟო ტარიფს აწესებს

აშშ-ის ხელისუფლებას განზრახული აქვს დამატებითი 25%-იანი საბაჟო ტარიფების შემოღება საფრნაგეთიდან იმპორტირებულ 1,3 მილიარდის საქონელზე.

შესაბამისი განკარგულება სავაჭრო საკითხებში ამერიკის წარმომადგენლობის აპარატმა გამოაქვეყნა.

აღნიშნული დოკუმენტი ძალაში შევა 2021 წლის 6 იანვარს და ის შტატებმა პარიზის ზომების პასუხად მიიღო, რომელიც გეგმავს ციფრული გადასახდელის ამოქმედებას.

„ამ განკარგულებით ჩვენ ვიუწყებით ჩვენს მყარ მზაობაზე შემოვიღოთ დამატებითი ზომები 25%-იანი გადასახდელის სახით საფრანგეთიდან იმპორტირებულ საქონელზე. ამერიკის წარმომადგენლობამ სავაჭრო საკითხებში, ასევე გადაწყვიტა ამ ეტაპზე 180 დღით არ აამოქმედოს ეს ტარიფები, რათა ხელი შეუწყოს ორმხრივ და მრავალმხრივ მოლაპარაკებებს, რომლებმაც უნდა მიიყვანოს მხარეები საკითხის დარეგულირებამდე“ - აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვაშინგტონი იტოვებს უფლებას კორექტივები შეიტანოს დადგენილებაში, მოლაპარაკებების შედეგის შესაბამისად ან 180 დღეზე ადრე აამოქმედოს კანონი.

კოკა კვირკველია