საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 8-ით გაიზარდა და 981 გახდა.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რიცხვს, ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 5 ადამიანი გამოჯანმრთელდა. შესაბამისად, მათ რაოდენობა 851 -ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმშია 4851 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 231 პირი.
ქვეყანაში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 31 მოქალაქე.