პანდემიის გამო ავიაკომპანია Emirates-ი სამსახურიდან 9 000-ზე მეტ თანამშრომელს გაათავისუფლებს

პანდემიის გამო ავიაკომპანია Emirates სამსახურიდან 9 000-ზე მეტ თანამშრომელს გაათავისუფლებს. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

კომპანიის განცხადებით, შექმნილი კრიზისული სიტუაციის გამო ისინი იძულებულები არიან თანამშრომლები სამსახურიდან იქამდე გაათავისუფლონ, ვიდრე ავიარეისები ჩვეულ რიტმს არ დაუბრუნდება.

აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის ავიაკომპანიას სულ 60 000 თანამშრომელი ჰყავს. საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის განცხადებით, პანდემიის გამო მიმდინარე წელს ავიაკომპანიები საერთო ჯამში 84 მილიარდ აშშ დოლარს დაკარგავენ და იძულებულები გახდებიან 1 მილიონზე მეტი ადამიანი სამსახურიდან გაუშვან.