რა ქონებას ფლობს ექიმი და პარლამენტის წევრი ლადო კახაძე

ექიმმა, მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრმა საარჩევნო ბლოკი "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან“, ლადო კახაძემ ქონებრივი დეკლარაცია მიმდინარე წლის 7 ივლისს შეავსო.

დოკუმენტის მიხედვით, გასულ წელს, ლადო კახაძემ პარლამენტში ხელფასის სახით 45 771 ლარი, ხოლო ექიმი რადიოლოგის საქმიანობით - 21 039 ლარი მიიღო.

როგორც ქონებრივ დეკლარაციაშია აღნიშნული, ლადო კახაძის საკუთრებაშია მხოლოდ უძრავი ქონება. კერძოდ, მსუბუქი ავტომობილი, 1995 წლიანი მერსედესი, რომელიც 2004 წელს 11 000 აშშ დოლარად შეიძნა და 2018 წელს ჩუქებით გადაცემული ავტომისაბმელი.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, ლადო კახაძის მეუღლეს ეკუთვნის: სურამში 1991 წელს შეძენილი ორი საცხოვრებელი და 2018 წელს მემკვიდრეობით გადაცემული სახლის 33%. ასევე, ლადო კახაძის მეუღლის საკუთრებშია ბინა თბილისში, რომელიც 2017 წელს 19 000 ლარად არის შეძენილი.

რაც შეეხება ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში ლადო კახაძე ფლობდა:

"საქართველოს ბანკის" ანაბარზე -150 000 ლარს, სახელფასოზე - 5 900 ლარს, ხოლო "თიბისი ბანკის" სახელფასოზე - 7 530 ლარს.

ნინი ქეთელაური