კორონავირუსის პანდემიამ ევროპულ კომპანიებს 100 მილიარდი ევროს შემოსავალი დააკარგინა

COVID19-ით გამოწვეულმა პანდემიამ, მიმდინარე წლის პირველ 6 თვეში, ევროპულ კომპანიებს 100 მილიარდი ევროს შემოსავალი დააკარგინა. ამის შესახებ Dow Jones-ის ანგარიშიდან ირკვევა.

როგორც ჩანს, ყველაზე მეტად დაზარალდნენ ენერგეტიკული სექტორის კომპანიები, ავტომწარმოებლები და მოდის ინდუსტრიის წარმომადგენლები. ხოლო, მათ შორის, ვინც სარგებელი ნახა, არიან, საკვები პროდუქტების რითეილერები და ფარმაცევტული კომპანიები.

Dow Jones-ის შეფასებები ევროპული კომპანიების ანგარიშებზეა დაყრდნობილი და ორგანიზაცია აცხადებს, რომ ევროპულმა კომპანიებმა საანგარიშო პერიოდში 102,66 მილიარდი ევროს შემოსავალი დაკარგეს. საკვები პროდუქტების რითეილერებმა და ფარმაცევტულმა კომპანიებმა კი დამატებით 23,87 მილიარდი დოლარი მიიღეს.

კოკა კვირკველია