ანალიტიკოსების აზრით,  2020 წელს კომპანიები ჯამურად 1 ტრილიონი დოლარის ვალს აიღებენ

2020 წლის ბოლომდე მსოფლიოს მასშტაბით კომპანიების ვალი ჯამურად 1 ტრილიონ დოლარით გაიზრდება.

ამის მიზეზი კი კომპანიების მხრიდან პანდემიის პირობებში საკუთარი მდგომარეობის გასამყარებლად აღებული კრედიტები იქნება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ფინანსური ჰოლდინგი Janus Henderson.

"COVID-მა შეცვალა ყველაფერი. ახლა საუბარია კაპიტალის შენარჩუნებაზე და მყარი ბალანსის შექმნაზე“ - განაცხადა Janus Henderson-ის მენეჯერმა, რომელმაც 900 წამყვან კომპანიაზე დაყრნდობით ანალიზი შეიმუშავა.

Janus Henderson-ის გათვლებით, წელს გლობალური კორპორაციული ვალი გაიზრდება 12%-ით და მიაღწევს დაახლოებით 9,3 ტრილიონ დოლარს.

კოკა კვირკველია