ახალი წესები, რომელიც ბინის გამქირავებლებმა უნდა დაიცვან

ახალი კორონავირუსის (Covid-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით შემუშავებული შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნასთან ერთად ამოქმედდა რეკომენდაციები ბინებისა და აპარტამენტების გამქირავებელთათვის.

კერძოდ, აღნიშნული წესების თანახმად, გამქირავებლებს მოუწევთ:

  • პრევენციული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის განთავსება;
  • ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერის გამოყოფა ერთჯერადი პლასტიკური პაკეტით;
  • CHECK OUT-ის შემდგომი პროცედურის დაცვა - დეზინფექცია, 4 საათიანი განიავება, დალაგება/დასუფთავება;
  • დალაგების დროს პერსონალური დაცვის საშუალებების გამოყენება;
  • დალაგების დაწყების წინ და დასრულების შემდეგ ხელების დაბანა საპნითა და წყლით 20 წამის განმავლობაში ან 70%-იანი ალკოჰოლის შემცველი ჰიგიენური საშუალებების გამოყენება;
  • ხშირად შეხებადი ზედაპირებისა და დაბინძურებადი სივრცეების პერიოდული დასუფთავება/დეზინფექცია;
  • რბილი ავეჯისა და იატაკის წმენდა სპეციალური საწმენდი საშუალებებით;
  • ყოველი გამოყენების შემდეგ მტვერსასრუტის გასუფთავება სადეზინფექციო საშუალებით;
  • გამოყენებულლი თეთრეულისა და პირსახოცების შეგროვება სპეციალურად გამოყოფილ ტომარაში;
  • მათი იატაკზე მოგროვება/დაბერტყვა შეფუთვის გარეშე ტრანსპორტირება რისკის შემცველია;
  • თეთრეულის რეცხვა 60 გრადუსი ცელსიუსი ტემპერატურის წყლით და სათანადო სარეცხი საშუალების კომბინაციით;
  • მტვრისა და მიკროორგანიზმების ჰაერში ან სუფთა ზედაპირზე მოხვედრის გამოსარიცხად უმჯობესია სველი წესით დასუფთავება/დეზინფექცია;
  • სასურველია სტუმრის მიღების და გასვლის დისტანციური სისტემის დანერგვა.
თაია არდოტელი