ჯანდაცვის სამინისტრომ COVID 19-თან დაკავშირებული რეკომენდაციების დარღვევის გამო, 31 კვების ობიექტი და 1 სასტუმრო დააჯარიმა.
ჯარიმის ოდენობა თითოეული ობიექტისთვის 10 000 ლარია. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს.
უწყების ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით 90 რესტორანი შემოწმდა. რაც შეეხება სასტუმროებს, ინსპექტირების გავლის მიზნით 2242 სასტუმრო დარეგისტრირდა, აქედან 983-მა დააკმაყოფილა მოთხოვნები, 458-მა - ვერა და 801 არ იყო მზად შემოწმების გასავლელად. ამასთან, შრომის ინსპექციამ დღეის მდგომარეობით 1 სასტუმრო დააჯარიმა.