14 ივლისს თეკლათის სარკინიგზო გადასასვლელზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 14 ივლისს სამეგრელოში, თეკლათის სარკინიგზო გადასასვლელზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან იუწყებიან.

„14 ივლისის 06:00 საათიდან 14 ივლისის 24:00 საათამდე, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 292+300მ-კმ-ზე, სენაკი-ქვალონის გადასარბენის (კმ5 პკ2-ში) მდებარე დაცულ სარკინიგზო გადასასვლელზე ე.წ. „თეკლათის“ სარკინიგზო გადასასვლელზე არსებული ფენილის რეზინოკორდული ფენილით შეცვლის, სარკინიგზო გადასასვლელის საავტომობილო გზის მისასვლელებთან ორივე მხარეს დაზიანებული ასფალტ-ბეტონის საფარის აღდგენის სამუშაოების წარმოების გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.