სომხეთი კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებულ საგანგებო მდგომარეობას კიდევ ერთი თვით, 12 აგვისტომდე ახანგრძლივებს, - ამის შესახებ ინფორმაციას Armenpress-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.
ცნობისათვის, ბოლო მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსის 32 151 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 573 ადამიანი.