ყაზახეთში კორონავირუსის გამო მეორედ დაწესებული კარანტინი ორი კვირით, ივლისის ბოლომდე, გახანგრძლივდება, - ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა განაცხადა.
მისივე თქმით, კარანტინის გახანგრძლივება სიტუაციის სრული სტაბილიზაციისთვისაა საჭირო.
„არსებობს სიტუაციის გაუმჯობესების პირველი ნიშნები. მომავალი ორი კვირა აუცილებელია სიტუაციის სრული სტაბილიზაციისთვის“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
ცნობისათვის, ბოლო მონაცემებით, ყაზახეთში კორონავირუსის 59 899 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებულია 34 190 და დაღუპულია 375 ადამიანი.