5 ახალი პროფესია, რომელიც მსოფლიოსა და საქართველოში ბოლო ათ წელიწადში გაჩნდა

21-ე სა­უ­კუ­ნემ, რო­მე­ლიც კო­ლო­სა­ლუ­რი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბი­თა და ცხოვ­რე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბით სწრა­ფი ტემ­პე­ბით ხა­სი­ათ­დე­ბა, ახა­ლი, მა­ნამ­დე არას­ტან­დარ­ტუ­ლი პრო­ფე­სი­ე­ბის გა­ჩე­ნა გა­ნა­პი­რო­ბა. ამ სუ­პერ­თა­ნა­მედ­რო­ვე სპე­ცი­ა­ლო­ბე­ბით მუ­შა­ო­ბის­თვის შე­სა­ბა­მი­სი გა­ნათ­ლე­ბა სტან­დარ­ტუ­ლი სა­ხით, ანუ სას­წავ­ლე­ბელ­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი წლე­ბი და შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი დიპ­ლო­მი აუ­ცი­ლე­ბე­ლი სუ­ლაც არ არის. მათ­ში წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა ძი­რი­თა­დად მონ­დო­მე­ბა­ზე, პრაქ­ტი­კა­სა და კონ­ტაქ­ტებ­ზეა დამ­ყა­რე­ბუ­ლი.

AMBEBI.GE-სთან ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბის მარ­თვის სპე­ცი­ა­ლის­ტმა, ნინო ჯინ­ჯო­ლა­ვამ ის პრო­ფე­სი­ე­ბი გა­მოჰ­ყო, რომ­ლებ­მაც ფეხი ჯერ მსოფ­ლი­ო­ში, შემ­დეგ კი - სა­ქარ­თვე­ლო­ში ბოლო 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­ი­კი­და. 5 მთა­ვა­რი ახა­ლი პრო­ფე­სი­ის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა: ინფლუ­ენ­სე­რო­ბა, იუ­თუ­ბე­რო­ბა, სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ის მე­ნე­ჯმენ­ტი, რეკ­რუ­ტე­რო­ბა და სახ­ლში მი­ტა­ნის სერ­ვი­სი.

ჯინ­ჯო­ლა­ვა გან­მარ­ტავს, რომ უამ­რა­ვი პრო­ფე­სია უცხო­ე­თი­დან შე­მო­ვი­და, ამას­თა­ნა­ვე, ახა­ლი პრო­ფე­სი­ე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ჩე­ნა გა­ნა­პი­რო­ბა ინ­ტერ­ნეტ­მა, ინ­ფორ­მა­ცი­ის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბამ და ზო­გა­დად, 21-ე სა­უ­კუ­ნემ, რო­გორც ციფ­რულ­მა ერამ.

1) ინფლუ­ენ­სე­რო­ბა

ინფლუ­ენ­სე­რო­ბის შე­სა­ხებ AMBEBI.GE-ს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი, ნინა პერ­ტე­ნა­ვა ესა­უბ­რა, რომ­ლის თქმი­თაც, და­ახ­ლო­ე­ბით 100 წლის წინ სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის შემ­ქმნელ­მა, ედ­ვარდ ბერ­ნე­ის­მა პრო­დუქ­ტის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის მიზ­ნით, ცნო­ბა­დი ადა­მი­ა­ნე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა და­ი­წყო. ეს შემ­დგომ­შიც გაგ­რძელ­და, მა­გა­ლი­თად, წარ­მა­ტე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის სა­რეკ­ლა­მო რგო­ლებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბით.

„მას შემ­დეგ ძი­რი­თად­მა სა­რეკ­ლა­მო და სა­კო­მუ­ნი­კა­ციო არ­ხებ­მა სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში გა­და­ი­ნაც­ვლა და აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­და ინფლუ­ენ­სე­რე­ბის არ­სე­ბო­ბა, არა­მარ­ტო უკვე ცნო­ბი­ლი და სხვა დარ­გი­დან გად­მო­სუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის, არა­მედ უშუ­ა­ლოდ ბლო­გე­რე­ბის, ვლო­გე­რე­ბის, ინ­სტაგ­რა­მის გო­გო­ე­ბი­სა და ბი­ჭე­ბის, ეს კი უკვე ახა­ლია. ინფლუ­ენ­სე­რე­ბი სა­ინ­ტე­რე­სოა დამ­კვე­თე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც მათ პრო­დუქ­ტი­სა და მომ­სა­ხუ­რე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ა­ში ან თან­ხას უხ­დი­ან, ან სა­ნაც­ვლოდ პრო­დუქ­ცი­ას სთა­ვა­ზო­ბენ. სწო­რედ აქე­დან და­ი­წყო ინფლუ­ენ­სინ­გი, როცა ადა­მი­ა­ნებს, ვი­საც იუ­თუბ­ზე სა­კუ­თა­რი არ­ხე­ბი ან ინ­სტაგ­რამ გვერ­დე­ბი ჰქონ­დათ ბევ­რი გა­მომ­წე­რით, დიდი კომ­პა­ნი­ე­ბი პრო­დუქ­ცი­ის გა­ტესტვას, გა­მო­ყე­ნე­ბა­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბამ­დე მი­ტა­ნას თხოვ­დნენ. მე­ო­რე ფორ­მაა ინფლუ­ენ­სე­რე­ბის გვერ­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა მა­გა­ლი­თად, ახა­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის და­ნერგვის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის მიზ­ნით“, - აღ­ნიშ­ნავს პერ­ტე­ნა­ვა.

ის გა­მოჰ­ყობს ინფლუ­ენ­სინ­გის ტი­პებს და აღ­ნიშ­ნავს, რომ ეს ახა­ლი პრო­ფე­სია რო­მე­ლი­მე ძვე­ლი სპე­ცი­ა­ლო­ბის ჩა­ნაც­ვლე­ბა კი არ არის, არა­მედ, მის წინა პლან­ზე ძი­რი­თა­დად, მულ­ტი­ფუნ­ქცი­უ­რი პრო­ფე­სი­ე­ბია წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

„ინფლუ­ენ­სე­რო­ბა ზოგ­ჯერ კონ­ტენ­ტის ლა­მა­ზად და სწო­რად მი­წო­დე­ბას­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, ასე­ვე, არი­ან უბ­რა­ლოდ, ლა­მა­ზი ინფლუ­ენ­სე­რე­ბიც, რომ­ლე­ბიც თავს უვ­ლი­ან და ლა­მაზ ფო­ტო­ებს დე­ბენ. ადა­მი­ა­ნე­ბი მათ ეკი­თხე­ბი­ან, რო­გორ მი­აღ­წი­ეს ასეთ ფორ­მას, რო­გორ მა­კი­აჟს იყე­ნე­ბენ და ა.შ. არი­ან ისე­თე­ბიც, ვინც იუ­მო­რით გახ­დნენ პო­პუ­ლა­რუ­ლე­ბი. ვფიქ­რობ, ერთი პრო­ფე­სია უკვე აღარ არის იმის­თვის საკ­მა­რი­სი, რომ ადა­მი­ა­ნი მო­თხოვ­ნა­დი იყოს - აუ­ცი­ლე­ბე­ლია მე­ო­რე და შე­საძ­ლოა, მე­სა­მეც. ადა­მი­ა­ნე­ბი დიდ ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცე­ვენ ინფლუ­ენ­სე­რე­ბის ბუ­ნებ­რი­ო­ბა­საც.

თა­ვად სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბიც არ არ­სე­ბობს დიდი ხა­ნია და ინფლუ­ენ­სე­რო­ბაც, რო­გორც მსოფ­ლი­ო­ში, ისე სა­ქარ­თვე­ლო­ში, ახა­ლია. ჩვენ­თან ცოტა გვი­ან შე­მო­დის ეს ტენ­დენ­ცი­ე­ბი და ბა­ზა­რი ახლა ყა­ლიბ­დე­ბა. თუმ­ცა, სა­ქარ­თვე­ლო­ში ნი­ჭი­ე­რი ინფლუ­ენ­სე­რე­ბი არი­ან და ვფიქ­რობ, ცოტა ხან­ში ძა­ლი­ან ხა­რის­ხი­ა­ნი ინფლუ­ენ­სე­რე­ბი გვე­ყო­ლე­ბა“, - აღ­ნიშ­ნავს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი.

2) იუ­თუ­ბე­რო­ბა

შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, იუ­თუ­ბე­რო­ბა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ის თა­ნა­მედ­რო­ვე ტენ­დენ­ცი­ე­ბის გამო უკვე ცალ­კე პრო­ფე­სი­ა­დაა ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი, ინფლუ­ენ­სე­რო­ბის ერთ-ერთი სა­ხე­ცაა. იუ­თუ­ბი უმ­თავ­რე­სი პლატ­ფორ­მაა, სა­დაც ვი­დე­ო­ე­ბის ატ­ვირ­თვით ბევ­რმა, მა­ნამ­დე უც­ნობ­მა ადა­მი­ან­მა, სა­ხე­ლის მოხ­ვე­ჭა მო­ა­ხერ­ხა. ზოგი არხი სე­რი­ო­ზუ­ლი თე­მა­ტი­კით პო­ზი­ცი­ო­ნირ­დე­ბა, პო­პუ­ლა­რუ­ლია შე­მეც­ნე­ბი­თი, ანა­ლი­ტი­კუ­რი, „რჩე­ვე­ბის მომ­ცე­მი“ ვი­დე­ო­ე­ბი, ზოგი კი გარ­თო­ბა­ზე და იუ­მორ­ზე აკე­თებს აქ­ცენტს.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბა­დი არხი EmiliTV-ია, რო­მელ­ზეც შვი­ლის - ემი­ლის ვი­დე­ო­ებს მამა, არ­ხის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, ლე­ვან ალიმ­ბა­რაშ­ვი­ლი ტვირ­თავს. ის AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნავს, რომ პრო­ფე­სია იუ­თუ­ბე­რო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში ჯერ მთლად ფეს­ვგად­გმუ­ლი არ არის, ვი­ნა­ი­დან ამ რე­სურსს კომ­პა­ნი­ე­ბი ჯერ არ იყე­ნე­ბენ.

„იუ­თუ­ბის სფე­რო­ში დიდი მო­ლო­დი­ნე­ბი არ უნდა გქონ­დეს, აქ წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვის რე­ცეპ­ტე­ბი არ არ­სე­ბობს. ბა­ზარს წი­ნას­წარ ვერც მო­იკ­ვლევ, არ­სე­ბობს ტენ­დენ­ცი­ე­ბი, რა არის მო­თხოვ­ნა­დი, თუმ­ცა, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია, რას მი­აწ­ვდი მომ­ხმა­რე­ბელს, შე­იძ­ლე­ბა, სულ სხვა რამ გა­ა­კე­თო და ის გახ­დეს წარ­მა­ტე­ბუ­ლი. პრო­ცეს­ში გან­ვი­თა­რე­ბის შემ­დეგ შე­გიძ­ლია უფრო კონ­კრე­ტუ­ლად გა­ი­გო, რა მი­მარ­თუ­ლე­ბით შე­იძ­ლე­ბა, უფრო გან­ვი­თარ­დე. მთა­ვა­რია, აკე­თო ის, რაც მოგ­წონს და ამა­ში მთე­ლი შენი ძა­ლე­ბი ჩადო, თუმ­ცა არც ესაა 100%-იანი გა­რან­ტია.

ვფიქ­რობ, იუ­თუ­ბე­რო­ბა არა­ნაკ­ლე­ბი შრო­მაა, ვიდ­რე ის, რომ ადა­მი­ა­ნი სამ­სა­ხურ­ში და­დის და მუ­შა­ობს. ბავ­შვის მხრი­დან ეს უფრო გარ­თო­ბაა და არა - დატ­ვირ­თვა. მე უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია, ამ საქ­მით ვარ და­კა­ვე­ბუ­ლი და ალ­ბათ, უკვე პრო­ფე­სია გა­მო­დის. შე­მო­სა­ვალს რაც შე­ე­ხე­ბა, არის, მაგ­რამ რთუ­ლია, ადა­მი­ა­ნი აქე­დან მი­ღე­ბულ შე­მო­სა­ვალს და­ეყ­რდნოს. სა­ზღვარ­გა­რეთ უფრო მეტი მა­ყუ­რე­ბე­ლი­ცაა და რეკ­ლა­მე­ბიც სხვა თან­ხე­ბი ღირს, შე­სა­ბა­მი­სად, შე­მო­სა­ვა­ლი იქ ბევ­რჯერ - 4-5-ჯერ მე­ტია. უცხო­ეთ­ში თა­ვად კომ­პა­ნი­ე­ბი ხვდე­ბი­ან, რა ძალა აქვს იუ­თუბს, რამ­დე­ნი მომ­ხმა­რე­ბე­ლი ჰყავს, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჯერ­ჯე­რო­ბით ამ მხრივ არ აქ­ტი­უ­რო­ბენ. კრე­ა­ტი­ვის გარ­და, ბი­უ­ჯე­ტი ყო­ველ­თვის სა­ჭი­როა და მის გა­რე­შე ხა­რის­ხი­ან, ტე­ლე­ვი­ზი­ის დო­ნის ვი­დე­ოს ვერ და­დებ. სწო­რედ თან­ხე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბის გამო უჭირთ ქარ­თველ იუ­თუ­ბე­რებს გან­ვი­თა­რე­ბა. ალ­ბათ, დრო არის სა­ჭი­რო, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ეს სფე­რო მოძ­ლი­ერ­დეს“, - აღ­ნიშ­ნავს EmiliTV-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი. განაგრძეთ კითხვა