საფრანგეთში სამედიცინო სფეროში დასაქმებულების ხელფასის გასაზრდელად ბიუჯეტიდან 8 მილიარდი ევრო გამოყვეს

საფრანგეთში სამედიცინო სფეროში დასაქმებულების ხელფასის გასაზრდელად ბიუჯეტიდან 8 მილიარდი ევრო გამოყვეს. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, საფრანგეთის ხელისუფლება ექიმებისთვის შემოსავლის ზრდას დასთანხმდა, რათა კორონავირუსის წინააღმდეგ მათი თავდადება დააფასოს. როგორც ცნობილია, ჯანდაცვაში დასაქმებული თითოეული ადამიანის ხელფასი საშუალოდ 183 დოლარით გაიზრდება. ის ექიმები კი, რომლებიც დღესდღეობით კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებთან ყოველდღიურად იმყოფებიან, დანამატის სახით 450 ევროს მიიღებენ.

აღსანიშნავია, რომ საფრანგეთში სამედიცინო პერსონალი დაბალ ხელფასებს რამდენიმე თვეა აპროტესტებს. მათ პარიზსა და საფრანგეთის სხვა ქალაქში არაერთი აქცია გამართეს.