13 ივლისიდან სასტუმრო “ბილტმორ თბილისის” სპა ცენტრმა უკვე სრულად დაიწყო ოპერირება და მზად არის ვიზიტორების მისაღებად.
მთავრობისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით, სპა ცენტრში ყველა სავალდებულო პროცედურა დაცულია. ნებისმიერი ვიზიტორი ვალდებულია გაიაროს თერმო სკრინინგი და სადეზინფექციო პროცედურები, რათა მოხდეს ვიზიტორთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
რაც შეეხება საცურაო აუზის ღია ტერასას, სპორტულ დარბაზსა და ღია სივრცეს, აქ სტუმრებს პირბადის ტარების ვალდებულება არ ექნებათ.
„ფუნქციონირებას ვიწყებთ ყველა წესის დაცვით. თითოეულ სტუმარს ვაძლევთ ინდივიდუალური გამოყენების პირსახოცს, რომელიც შეფუთულია პოლიეთილენის პარკში. ყველა პირადი მოხმარების ნივთი არის ერთჯერადი. პირბადის გამოყენება სპაში შესვლის შემდეგ სავალდებულო არ არის, რადგან ტერასაზე მის გარეშე ყოფნა ნებადართულია. იგივე წესი ვრცელდება სპორტულ დარბაზში, სადაც დაცულია 2 მეტრიანი დისტანცია. ჩვენ სრულად ვაკმაყოფილებთ მთავრობის ყველა მოთხოვნას. - განმარტავს „ბილტმორ თბილისის“ სპა ცენტრის მენეჯერი.
ბილტმორ თბილისის სპა ცენტრის საცურაო აუზის ტერიტორიაზე მდებარეობს ღია ტერასა, სადაც სტუმრებს შეუძლიათ მზის აბაზანის მიღება. აქვე ფუნქციონირებს საზაფხულო ბარი „აზურა“, სადაც შეგეძლებათ დააგემოვნოთ გემრიელი კერძები და ცივი სასმელები.
„ბილტმორის სპა ცენტრი მოიცავს მშრალ და ორთქლის საუნებს, ჯაკუზს და სარელაქსაციო მასაჟის ოთახებს საკმაოდ ვრცელი მენიუთი.
სპა ცენტრი ვიზიტორებსა და ერთგულ კლიენტებს სთავაზობს როგორც განახლებულ ერთთვიან, ასევე ერთდღიან აბონემენტს, რომელიც გულისხმობს საცურაო აუზით, სპორტული დარბაზით, საუნითა და ჯაკუზით სარგებლობას.
მალე აღდგება ყველასათვის ცნობილი და პოპულარული აკვა აერობიკის გაკვეთილებიც. როგორც განგვიმარტეს, ჯგუფური ვარჯიშზე დასწრება მხოლოდ 10 ადამიანს შეეძლება. „ჩვენ გავითვალისწინეთ ყველა დეტალი და მზად ვართ, რომ მივიღოთ სტუმრები“, - აღნიშნავს სპა ცენტრის მენეჯერი.