„ლუფთანზას“ შეუძლია, მიუნხენის მიმართულებით ნებისმიერ დროს აღადგინოს მიმოსვლა - ჩვენ შევეხმიანებით, თუ არის შესაძლებელი, რომ უკვე ივლისში დაიწყოს ფრენები, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განუცხადა.
მისი თქმით, მიუნხენის აერპორტზე შეზღუდვა მოხსნილია და ყველაზე გვიან, რეგულარული ფრენები 2 აგვისტოდან დაიწყება.
„გერმანიის მიმართულება არის ერთ-ერთი პირველი, ვისთანაც აღვადგენთ რეგულარულ ფრენებს. "ლუფთანზასთან" არის მიღებული შეთანხმება და ყველაზე გვიან, 2 აგვისტოდან აღადგენს ფრენებს. ჩვენ წინა კვირას მივიღეთ გადაწყვეტილება, მიუნხნენის საერთაშორისო აეროპორტზე მოიხსნა შეზღუდვა და შეუძლია, ნებისმიერ დროს აღადგინოს და ჩვენ შევეხმიანებით, თუ არის შესაძლებელი, რომ უკვე ივლისში დაიწყოს ფრენები, ჩვენ ამისთვის ყველაფერი გაკეთებული გვაქვს და მზად ვართ“, - განაცხადა თურნავამ.
მისივე თქმით, არ გამორიცხავს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ახალი ჩარტერული რეისების დანიშვნა განიხილონ, რათა სტუდენტებმა შეძლონ წასვლა.