Huawei-ის შემოსავლები მიმდინარე წელს 13,1%-ით გაიზარდა

ჩინური სატელეკომუნიკაციო კომპანია Huawei-ის შემოსავლები მიმდინარე წლის პირველ 6 თვეში 13,1 %-ით გაიზარდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 454 მილიარდი იუანი (64,9 მილიარდი დოლარი) შეადგინა.

ამის შესახებ სააგენტო "სინჰუა"კორპორაციის ფინანსურ ანგარიშზე დაყრდნობით წერს.

მისი მონაცემებით, Huawei-ის რენტაბელურობამ სუფთა მოგების კუთხით ამ საანგარიშო პერიოდში 9,2%-ს მიაღწია. კომპანიას ყველაზე მეტი შემოსავალი 255,8 მილიარდი იუანის ოდენობით მოუტანა სამომხმარებლო პროდუქციამ, ხოლო სხვა კორპორაციებისთვისა და სატელეკომუნიკაციო კომპანიებისთვის გაწეული მომსახურების სფეროდან მიღებულმა შემოსავლებმა კი კომპანიას 36,3 და 159,6 მიალირდი იუანი შესძინა.

Huawei 1987 წელს დაფუძნებული კომპანიაა. ის სატელეკომუნიკაციო მოწყობილობებს აწარმოებს, ასევე სამომხმარებლო მოწყობილობებსა და სმარტფონებს. მისი პროდუქცია მსოფლიოს 170 ქვეყანაში იყიდება.

კოკა კვირკველია