სინგაპურის ეკონომიკა მე-2 კვარტალში 41,2%-ით დავარდა

სინგაპურის მშპ მიმდინარე წლის მეორე კვარტალში პირველ კვარტალთან შედარებით, 41,2%-ით შემცირდა, რაც რეკორდული ვარდნაა.

ქვეყნის სტატისტიკის სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის ეკონომიკა ტექნიკურ რეცესიაში შევიდა, რომელიც მშპ-ს კლებისას კვარტალურ გამოხატულებაში ორი კვარტალია ზედიზედ ფიქსირდება, რაც 2009 წლის შემდეგ პირველად მოხდა.

სააგენტო Bloomberg-ის გამოკითხული ექსპერტები მეორე კვარტალში სინგაპურის მშპ-ს 35,9%-იან კლებას პროგნოზირებდნენ.

წლიურ გამოხატულებაში სინგაპურის ეკონომიკა 12,6%-ით არის შემცირებული, რაც ასევე რეკორდული ვარდნის ტემპია ქვეყნისთვის. ექსპერტების ვარაუდით, წელს სინგაპურის ეკონომიკა 10,5%-ით შემცირდება.

კოკა კვირკველია