ჩინეთის საბაჟო სამსახურის მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ჩინეთ-ამერიკას შორის ვაჭრობა წლიურ გამოხატულებაში 9,7%-ით შემცირდა და 233,9 მილიარდი დოლარი შეადგინა.
ამასთან, ჩინეთის ექსპორტი შტატებში საანგარიშო პერიოდში შემცირდა 11,1%-ით 177,5 მილიარდ დოლარამდე, ხოლო ამერიკიდან იმპორტი შემცირდა 4,8%-ით 56,44 მილიარდ დოლარამდე. ივნისში სავაჭრო ბრუნვა ორ ქვეყანას შორის 50 მილიარდიან ზღვარს ჩამოცდა. ჩინეთის ექსპორტი 39,8 მილიარდი, ამერიკის იმპორტი კი 10,4 მილიარდი იყო.
ცნობისთვის, 2019 წელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 541,22 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 2018 წელთან შედარებით 14%-იანი კლება იყო.
საერთო ჯამში მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ჩინეთის საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2,034 ტრილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3,2%-იანი კლებაა. აქედან ექსპორტზე მოდის - 1,1 ტრილიონი დოლარი, ხოლო იმპორტზე - 933 მილიარდი დოლარი.