საქართველოს მხარე მზადაა, მის მეზობელ ქვეყანას დაეხმაროს ყველა საჭიროებით, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, სომხეთისთვის დახმარების საკითხზე საუბრისას განაცხადა.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა „ინტერპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, 2 თვის განმავლობაში ქართველ და სომეხ ექიმ-სპეციალისტებსა და ეპიდემიოლოგებს შორის, ტელეჩართვების მეშვეობით გამოცდილების გაზიარება მიმდინარეობდა.
,,სომხეთს ჰქონდა სურვილი რამდენიმე ტელეჩართვის, რომ მომხდარიყო ჩვენს შორის გამოცდილების გაზიარება. 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა კომუნიკაცია როგორც ექიმ-სპეციალისტებს, ასევე ეპიდემიოლოგებს შორის. ამ ეტაპისთვის ეს დახმარება არის საკმარისი, ხოლო შემდგომში, რა საჭიროებაც ექნებათ, საქართველოს მხარე არის მზად მის მეზობელ ქვეყანას დაეხმაროს ყველა საჭიროებით,“ - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.