ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა აცხადებს, რომ მთავრობის პოსტკრიზისული გეგმა მეტი ინვესტიციებისკენ იქნება მიმართული.
როგორც მინისტრმა საკითხის კომენტირებისას განაცხადა, პოსტკრიზისულ გეგმაზე მუშაობა ძალიან აქტიურად მიმდინარეობს.
„ჩვენც ვმუშაობთ და გვეხმარებიან საერთაშორისო ინსტიტუციონალური ექსპერტები, ეკონომისტები. ერთობლივად ძალიან საინტერესო დოკუმენტს შევადგენთ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რასაც გამოვყოფდი, არის განახლებული, უფრო პროაქტიული საინვესტიციო პოლიტიკა. ახლა ჩვენ მოგვიწევს ძალიან აქტიური ბრძოლა იმისთვის, რომ უფრო მეტი ინვესტორი შემოვიყვანოთ. გლობალური კრიზისია და ინვესტორებს უფრო მეტი დარწმუნება დასჭირდებათ, რომ ახალი პროექტები დაიწყონ. აქეთ იქნება ჩვენი პოსტკრიზისული გეგმა მიმართული - მეტი ინვესტიცია, ადგილობრივიც და უცხოურიც,“- აღნიშნა მინისტრმა.