თურქეთი და რუსეთი, სამთვენახევრიანი პაუზის შემდეგ, ფრენების განახლებაზე შეთანხმდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლა 15 ივლისიდან აღდგება.
„რუსეთთან ფრენების დღეიდან განახლებაზე შევთანხმდით,“- განაცხადა თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ადილ კარაისმაილოღლუმ.
ანკარამ კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყვეტილი საერთაშორისო ფრენების აღდგენა 11 ივლისიდან დაიწყო. დღეის მდგომარეობით, თურქეთმა საჰაერო მიმოსვლა რუსეთის გარდა 31 ქვეყანასთან განაახლა.