პარიზის დისნეილენდი ვიზიტორებისთვის გაიხსნა

კორონავირუსის გამო დახურული პარიზის დისნეილენდი ოთხთვიანი პაუზის შემდეგ ვიზიტორებისთვის გაიხსნა. BBC-ის ინფორმაციით, დისნეილენდის დათვალიერების მსურველებმა წინასწარი ონლაინ რეგისტრაცია უნდა გაიარონ.

შეგახსენებთ, პარიზის დისნეილენდი კოვიდ 19-ის პანდემიის გამო მარტის შუა რიცხვებში დაიხურა.

ბოლო მონაცემებით, საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირების 172 377 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელდა - 78 597 და დაიღუპა 30 000-ზე მეტი ადამიანი.