HOUSE.GE - ახალი პლატფორმა მშენებარე და ახალაშენებული ბინებისათვის

ბოლო წლებში ქართულ ბაზარზე ბინის ყიდვის სამომხმარებლო ქცევა მკვეთრად შეიცვალა, რაც სხვადასხვა ფაქტორს შეგვიძლია მივაწეროთ. ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური პროცესები, სამშენებლო სექტორისთვის დაწესებული რეგულაციები თუ სამშენებლო ბაზარზე კონკურენციის ზრდა სამომხმარებლო პრიორიტეტებსაც ცვლის. დღეს მეტი აქცენტი კეთდებაა მშენებლობის ხარისხზე, გამწვანებულ, სწორად დაგეგმარებულ სივრცეებზე, ხარისხთან დაკავშირებულ საკითხებზე, დიდი ყურადღება ექცევა კომპანიების განსხვავებულ აქციებსა და შეთავაზებებს. სტატისტიკაც ადასტურებს, რომ ბოლო წლებში მკვეთრად გაიზარდა მოთხოვნა მშენებარე თუ ახალაშენებულ ბინებზე.

ეს ტენდენცია უძრავი ქონების ბაზარზე ყველაზე რეიტინგული და მაღალტრაფიკიანი ვებგვერდის, ss.ge-ს სტატისტიკურ მონაცემებშიც დაფიქსირდა. ამასთან, გამოიკვეთა, რომ ახალაშენებული ბინის ძებნა გვერდის ბევრი ვიზიტორისთვის არც ისე კომფორტული იყო, რადგან საიტებზე დეველოპერების შეთავაზებები გაბნეულია და მომხმარებელი ერთ კონკრეტულ განცხადებას ნახულობს და არა მთლიან პროექტს. შესაბამისად, გააჩნდა იდეა, რომ ამ ტიპის ბინებისთვის ცალკე პლატფორმა შექმნილიყო, რომელიც მომხმარებელს არჩევანს გაუმარტივებდა, ბევრად მარტივი და მომხმარებელზე ორიენტირებული ინტერფეისის მეშვეობით პროექტების ერთმანეთთან შედარების საშუალებას მისცემდა და დეველოპერთან კომუნიკაციასაც გაუმარტივებდა.

House.ge-ს კონცეფციისა და იდეის შესახებ, ss.ge-ს პროექტის მენეჯერს, ილია გიჯაშვილს ვესაუბრეთ, რომელმაც პლატფორმის უპირატესობები ორივე მხარის, დეველოპერებისა და მომხმარებლების მხრიდან დაგვანახა.

ილია, ვინ არის თქვენი მიზნობრივი აუდიტორია და რა პრობლემის მოგვარებაში ეხმარებით თქვენს მომხმარებელს?

„ჩვენი აუდიტორია ახალი და მშენებარე ბინის შეძენის მსურველები და დეველოპერული კომპანიები არიან, რომელთაც კომუნიკაციის პრობლემას ვუგვარებთ და რეალურად საქმის წარმოებაში ვეხმარებით. House.ge-ს შექმნით ვცდილობთ ორივე მხარისთვის მოვაგვაროთ პრობლემა. მომხმარებლებისთვისთვის - ძიების, ხოლო დეველოპერებისთვის - განთავსების.

მოდით ბინის შეძენის პროცესს ჯერ მომხმარებლის პოზიციიდან შევხედოთ. როცა მომხმარებელი ხარ და ახალაშენებულ საცხოვრებელ კორპუსში ან მშენებარე კორპუსში ბინის შეძენას გეგმავ, იწყებ სხვადასხვა დეველოპერული კომპანიის შეთავაზების ძებნას უძრავი ქონების პლატფორმებზე, ათვალიერებ მათ სოციალურ ქსელებში, ეკითხები მეგობრებს, ახლობლებს, თანამშრომლებს... და მაინც ეჭვობ, რომ სრულყოფილი ინფორმაცია არ გაქვს და შეიძლება, უკეთესი და უფრო ხელმისაწვდომი პროექტების შესახებ ჯერ კიდევ არ იცი. ახალაშენებულ ბინებზე მოთხოვნა კი, მოგეხსენებათ, სულ უფრო იზრდება. შესაბამისად, დეველოპერებს შორის კონკურენციაც მაღალია და ისინი სხვადასხვა, ერთმანეთზე უკეთესი აქციით გვთავაზობენ ბინებს. ბოლო ერთ წელში გაყიდული ბინების 65% სწორედ ახალაშენებულია“.

დამატებით რა შესაძლებლობას იძლევა House.ge?

ვებ-გვერდზე პროექტების გარდა განთავსებულია აქციები და შეთავაზებები, შესაბამისად, მომხმარებელს მათი ძებნა სხვადასხვა დეველოპერული კომპანიის ვებ-გვერდებსა და „ფეისბუქ“ გვერდებზე აღარ მოუწევთ. ამასთან, პროექტების ძებნა შესაძლებელია როგორც სიაში, ისე რუკაზე.

„ვებ-გვერდზე მოსახერხებელი ფილტრით შეუძლიათ მოიძიონ უძრავი ქონება აირჩიონ სასურველი პროექტი, სადაც გაეცნობიან შემდეგ დეტალებს: სურათებს, ფასებს, გეგმარებს, შეთავაზებებს, რუკას და ახლომდებარე მნიშვნლოვან ობიექტებს, მშენებლობის მიმდინარეობის ეტაპებს“, - განმარტავს ილია გიჯაშვილი.

რა უპირატესობები ექნება House.ge-ს დეველოპერებისთვის?

House.ge დეველოპერისთვის წარმოადგენს საკუთარი ვებგვერდის ალტერნატივას, რადგან სრულად შეუძლია წარმოადგინოს საკუთარი პროექტები, ჰქონდეს ბრენდირებული გვერდი, სადაც გააერთიანებს მის ყველა პროექტსა თუ შეთავაზებას. შესაბამისად, უძრავი ქონების მაძიებლებს უკვე შეუძლიათ ერთ სივრცეში იხილონ ყველა დეველოპერის შეთავაზება. პლატფორმა ქმნის სრულყოფილ საშუალებას მათი გაყიდვების ზრდისთვის“, - განმარტავს ილია გიჯაშვილი.

House.ge-ზე თავმოყრილია ყველა ახალი და მშენებარე ბინა თბილისში. პლატფორმა დეველოპერებსა და მომხმარებლებს ერთმანეთთან სწრაფად და მარტივად აკავშირებს. როგორც უკვე აღვნიშნე, ის ბინის შეძენის მსურველებს ფართო არჩევანსა და სრულყოფილ ინფორმაციას სთავაზობს, დეველოპერებს კი ისეთ სერვისებს, როგორებიცაა: SS-სთან ინტეგრაცია, რაც გულისხმობს იმას, რომ House.ge-ზე განთავსებული პროექტი ავტომატურად გამოჩნდება ss.ge-ზეც. ლიდების გენერირება, საკუთარი ბრენდირებული გვერდი, კონტენტ მარკეტინგი და რემარკეტინგი ის დამატებითი სერვისებია, რაც საიტს უფრო მიმზიდველს ხდის დეველოპერისთვის.

რით განსხვავდება House.ge უძრავი ქონების სხვა პლატფორმებისგან?

სხვა პლატფორმებზე წარმოდგენილია უძრავი ქონება განცხადებების სახით, სადაც ერთი კონკრეტული ბინის ნახვაა შესაძლებელი. House.ge-ზე მშენებარე ან დასრულებული პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვაა შესაძლებელი. „მომხმარებელს შეუძლია გაეცნოს ყველაფერს, რაც დააინტერესებს: რა სახის გეგმარებებია ხელმისაწვდომი ამ პროექტში, რა ღირს თითოეული გეგმარება, რომელ სართულებზეა ხელმისაწვდომი, მოქმედებს თუ არა რამე აქცია ან შეთავაზება, გაეცნოს გადახდის პირობებს. შეუძლია მარტივად შეარჩიოს და შეადაროს ერთმანეთს რამდენიმე ალტერნატივა.

ახალი პლატფორმა House.ge SS.ge-ის გუნდის მიერაა შექმნილი, რაც იმის გარანტია, ვებ-გვერდზე დეველოპერების უმეტესობა იქნება წარმოდგენილი და მომხმარებელს მრავალფეროვანი არჩევანი ექნება. შესაბამისად, ის ბინას მშვიდად შეარჩევს და უფრო მშვიდად იქნება, რადგან ეცოდინება, რომ სხვა, უკეთესი აქცია ან შეთავაზება არ გამორჩენია.

„House.ge-ის ზურგს უმაგრებს SS.ge - ლიდერი კომპანია უძრავი ქონების სფეროში, რომელიც 14 წელია, ამ მიმართულებით ყველაზე პოპულარულ პლატფორმას წარმოადგენს. მას ყოველთვიურად, 550 000-ზე მეტი უნიკალური ვიზიტორი ჰყავს. ეს იმას ნიშნავს, რომ House.ge-ზე განთავსებული ყველა პროექტი ავტომატურად აღმოჩნდება SS.ge ის საძიებო პლატფორმაზე“, - აღნიშნავს ილია გიჯაშვილი.

House.ge ბაზარზე ახლახანს გამოჩნდა. ამ ეტაპზე, სხვადასხვა დეველოპერის შეთავაზებები ყოველდღიურად ემატება, რაც ავტომატურად ჩნდება SS.ge-ის საძიებო სისტემაში. შესაბამისად, ვინც House.ge-ზე ამ ტიპის უძრავი ქონების განთავსებით არის დაინტერესებული, მიიღებს SS.GE-ის სერვისებსაც.