აჭარის მთავრობის სახლთან ე.წ. ხოფის ბაზრობის ყოფილმა მეპატრონემ ხუთი კარავი გაშალა

აჭარის მთავრობის სახლთან ე.წ. ხოფის ბაზრობის ყოფილმა მეპატრონემ ოჯახის წევრებთან ერთად ხუთი კარავი გაშალა.

როგორც ე.წ. ხოფის ბაზრობის ყოფილი მეპატრონე დავით ანანიძე აცხადებს, მათი მთავარი მოთხოვნაა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძეს შეხვდნენ, რადგან რეგიონის პირველმა პირმა საქართველოს პროკურატურასთან შუამდგომლობა გაუწიოს.

დავით ანანიძის ოჯახის თქმით, თუ მათ თორნიკე რიჟვაძე არ შეხვდება კარვების დაშლას არ აპირებენ.

ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან.

ცნობისთვის, ე.წ. ხოფის ბაზრობის ყოფილი მეპატრონე დავით ანანიძე აცხადებს, რომ წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში ქონება დაკარგეს, პროკურატურა კი საქმის გამოძიებას არ ცდილობს.

აქციის მონაწილეებმა, მანამდე აქცია-მსვლელობა ბათუმის ქუჩებში მოაწყეს.