კორონავირუსის პანდემიის გამო, ამერიკულმა უმსხვილესმა კომპანია Amazon-მა თანამშრომლებისთვის დისტანციურად მუშაობის რეჟიმი 2021 წლის 8 იანვრამდე გაახანგრძლივა.
ამ ინფორმაციას CNBC კომპანიის თანამშრომლებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„იმ თანამშრომლებს, რომლებსაც დისტანციურ რეჟიმში სამუშაოს ეფექტურად შესრულება სახლიდანაც შეუძლიათ, ვთავაზობთ სახლიდან მუშაობა 8 იანვრამდე გააგრძელონ“, -აცხადებენ ისინი.
აღსანიშნავია, რომ 2020 წლის ბოლომდე დისტანციურად მუშაობის რეჟიმზე დარჩენას Google და Facebook-ც აპირებენ.