ჩინეთის მშპ მიმდინარე წელს 1,6%-ით შემცირდა

მიმდინარე წლის პირველ 6 თვეში ჩინეთის მშპ პანდემიის ნეგატიური ეფექტის შედეგად 1,6%-ით შემცირდა.

აღნიშნულის შესახებ ქვეყნის სტატისტიკის სამსახური ავრცელებს ინფორმაციას.

ოფიციალური დოკუმენტის თანახმად, ქვეყნის მშპ-მ მიმდინარე წლის პირველ 6 თვეში შეადგინა 45,66 ტრილიონი იუანი (6,52 ტრილიონი დოლარი).

„პირველი ნახევრის შედეგების თანახმად, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა და ის კლებიდან ზრდისკენ გადაერთო, ქვეყანაში მეორე კვარტალში 11,5%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ქვეყნის ეკონომიკა მეორე კვარტალში მუდმივად აღდგენის რეჟიმში იყო, საბაზრო მოლოდინებიც მთლიანობაში პოზიტიურია, სოციალურ-ეკონომიკური განვითარება კი სტაბილური რჩება“ - ნათქვამია დოკუმენტში.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთის მშპ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში კორონავირუსის პანდემიის გამო 6,8%-ით შემცირდა. ზოგადად ქვეყანაში მშპ-ს ზრდის ტემპები კლებაშია, 2017 წელს - 6,8% იყო, 2018 წელს - 6,6%, ხოლო 2019 წელს - 6,1%.

კოკა კვირკველია