ამერიკულმა საავიაციო კომპანიამ American Airline-ი 25 ათას თანამშრომელს გაუგზავნა უწყება, რომ შესაძლოა ისინი უხელფასო შვებულებაში გაუშვან.
ამის შესახებ Reuters-ი იუწყება.
დოკუმენტის თანახმად, American Airlines-მა საკუთარი თანამშრომლები იძულებით შვებულებაში გაშვების მაღალი ალბათობის შესახებ გააფრთხილა. მათზე გაიცა რეკომენდაცია მოემზადონ ამისთვის შემოდგომაზე. როგორც სააგენტო წერს, კონგრესმა მხარი არ დაუჭირა ამერიკული ავიაკომპანიებისთვის 25 მილიარდ დოლარიანი მხარდაჭერის პაკეტს, რომელსაც მათთვის სამუშაო ადგილები ოქტომბრის ბოლომდე უნდა შეენარჩუნებინა. ამერიკის შრომის კანონმდებლობა ავალდებულებს კომპანიებს, თანამშრომლები შესაძლო გათავისუფლების შესახებ 2 თვით ადრე გააფრთხილოს.
American Airlines-ში დასაქმებულთა რაოდენობა 130 ათასია. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ავიაკომპანიამ 2,2 მილიარდი დოლარის შემოსავალი დაკარგა.