Mercure Tbilisi Old Town და IBIS Styles Tbilisi Center სასტუმროებმა მიიღეს საერთაშორისო აუდიტორული კომპანია Bureau Veritas-ის უსაფრთხოების სერტიფიკატი, რაც სასტუმროების საერთაშორისო და ადგილობრივ რეგულაციებთან შესაბამისობის გარანტია

Accor-მა, მსოფლიო ლიდერმა სტუმარ-მასპინძლობის სფეროში და Bureau Veritas-მა, შემოწმების, ტესტირებისა და სერტიფიცირების საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანიამ, ერთობლივი ძალებით, შეიმუშავეს უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტები, რომელიც საშუალებას აძლევს Accor-ის ყველა სასტუმრო ბრენდს უზრუნველყოს თითოეული სტუმრის უსაფრთხო და კომფორტული მიღება-განთავსება ბიზნესის შეჩერების შემდეგ COVID-19-ით გამოწვეული პანდემიის გამო.

Bureau Veritas-ი უზრუნველყოფს სასტუმროს შემოწმებას ახალი რეგულაციების მიხედვით, რაც ითვალისწინებს COVID-19-ის გავრცელების პრევენციას და სტუმრების უსაფრთხო განთავსების გარანტიას.

გორგასლის N9-ში მდებარე სასტუმრო Mercure და ტაბიძის N4-ში მდებარე სასტუმრო IBIS Styles– მა წარმატებით გაიარეს Bureau Veritas– ის აუდიტი და მიიღეს ALLSAFE ნიშანი, რაც გულისხმობს სასტუმროების სრულ შესაბამისობას საერთაშორისო და ადგილობრივ უსაფრთხოების ნორმებთან.

პანდემიით გამოწვეულ რთულ პერიოდში მნიშვნელოვანია სტუმრების ინტერესებისა და უსაფრთხოების დაცვა, აგრეთვე, სასტუმროში ცხოვრების პერიოდში მათზე ზრუნვა და კომფორტის უზრუნველყოფა, რასაც წარმატებულად უმკლავდება ორივე სასტუმროს გუნდი.

„ახალი გამოწვევა ყოველთვის ქმნის ახალ შესაძლებლობას და ჩვენ გვწამს, რომ ბევრად უფრო ძლიერი და მყარი პოზიციით დავუბრუნდებით საქმიანობას! ჩვენი მთავარი მიზანია უსაფრთხო გარემოს შექმნა სტუმრებისთვის, თანამშრომლებისა და პარტნიორებისთვის, აგრეთვე თითოეული სტუმრის მაღალი ხარისხის მომსახურებით და კომფორტით უზრუნველყოფა“, - განაცხადა ერდოღან შაჰინმა, სასტუმრო Mercure Tbilisi Old Town და IBIS Styles Tbilisi Center-ის გენერალურმა მენეჯრემა.

(R)