ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, 2020 წლის ივნისში საქართველომ ტურიზმიდან მხოლოდ 11.2 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 329 მილიონი აშშ დოლარით ნაკლებია.
ამასთან, სტატისტიკიდან ირკვევა, რომ გასულ თვეს საქართველოს საზღვარი სულ 38 ათასმა უცხოელმა გადმოკვეთა, რაც წინა წელთან შედარებით 96%-ით ნაკლებია.
იქიდან გამომდინარე, რომ საქართველომ სახელმწიფო საზღვარი ამ დროისთვის მხოლოდ 5 ქვეყანას გაუხსნა, მოსალოდნელია, რომ ივლისში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები ისევ მკვეთრად შემცირდება.
ავტორი: ნოდარ სირბილაძე