ქართველი სტუდენტებისთვის, რომლებსაც გერმანიაში დასაქმების კონტრაქტები აქვთ, მთავრობის გადაწყვეტილებით, თბილისი-ბერლინი-თბილისის მიმართულებით სუბსიდირებული ფრენა დაინიშნა.
ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, ქართველი სტუდენტების გარკვეულ ოდენობას სურს სწავლის დაწყებამდე გერმანიაში ჩასვლა, მათ აქვთ დასაქმების კონტრაქტები. ჩვენ ამაზე ვიმსჯელეთ და მთავრობამ ორიოდე დღის წინ დაამტკიცა კიდევ ერთი სოციალური ჩარტერი ანუ სუბსიდირებადი ფრენა თბილისი-ბერლინი-თბილისი. ჩვენ გავითვალისწინეთ მათი თხოვნა. მე მოვუწოდებ სტუდენტებს, ვინაიდან ეს არის სუბსიდირებადი ფრენა, ბილეთები კი არის შეზღუდული, დროულად მიმართონ ახალგაზრულ საქმეთა დეპარტამენტს, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის ფარგლებშია შექმნილი, წარადგინონ დასაქმების კონტრაქტები, რომ დაზღვეულები იყვნენ, ჰქონდეთ ამ ბორტზე ადგილი. ჩვენ უზრუნველვყოფთ ამას და შევუწყობთ ხელს,“ - განაცხადა თურნავამ.