ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ თანამდებობა ოფიციალურად დატოვა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე, ადასტურებს თუ არა ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, საარჩევნო სიაში მოხვედრის შესახებ უარი ეთქვა, ლაშა კომახიძე განმარტავს, რომ ამ ინფორმაციას არ ადასტურებს.
„არ ვადასტურებ უარის თქმის ინფორმაციას. ამაზე კონსულტაცია დასრულებული არ არის. ღირსეული შემოთავაზებები მაქვს სახელმწიფოსგან“, - განაცხადა ლაშა კომახიძემ, თუმცა არ განუმარტავს, კონკრეტულად რა ტიპის შემოთავაზებაზეა საუბარი.
შეგახსენებთ, ლაშა კომახიძე ბათუმის მერად 2017 წელს აირჩიეს.