ზვიად ჭუმბურიძის განცხადებით, მთავრობამ კომპანიებისთვის დაკისრებული ჯარიმები უნდა ჩამოწეროს

ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალური მდივანი, ზვიად ჭუმბურიძის განცხადებით, მთავრობამ კომპანიებისთვის კორონავირუსთან დაკავშირებული რეკომენდაციების დარღვევის გამო დაკისრებული ჯარიმები უნდა ჩამოწეროს.

როგორც ზვიად ჭუმბურიძემ "ინტეპრესნიუსს" საკითხის კომენტირებისას განუცხადა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაჯარიმებულ კომპანიებს ხელფასების გაცემა გაუჭირდებათ.

"10 000 ლარს ვერც ერთი მცირე საწარმო ვერ გადაიხდის, ეს წარმოუდგენელია იმიტომ რომ ეს რესტორანი იქნება თუ სხვა ობიექტი, 10 000 ლარით რომ დაჯარიმდება, ხელფასებს ვეღარ გასცემს. უკვე დაკისრებული ჯარიმები აუცილებლად უნდა ჩამოიწეროს,"-აღნიშნა ჭუმბურიძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას.