საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენის პირობები ჯერ არ შესრულებულა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ რუსულ პრესასთან საუბრის დროს განაცხადა. მისივე თქმით, ყველასთვის კარგად ცნობილია, რატომ შეწყდა საჰაერო მიმოსვლა საქართველოსთან და ასევე ცნობილია მისი აღდგენის პირობებიც.
„ავიამიმოსვლის ადღგენის პირობები კარგად არის ცნობილი: ქვეყანაში სიტუაციის სტაბილიზაცია, რუსოფობიური კამპანიის შეწყვეტა და ასევე რუსი ტურისტებისთვის ყველანაირი საფრთხის აღმოფხვრა. დღემდე ეს პირობები არ შესრულებულა, როგორც კი ისინი შესრულდება, რუსეთი საჰაერო მიმოსვლის აღდგენას არ დააყოვნებს“, - განაცხადა ანდრეი რუდენკომ.
მისივე თქმით, მოსკოვი თბილისთან „ურთიერთსასარგებლო პარტნიორობის საფუძველზე დამყარებული ურთიერთობის“ აღსადგენად მზადაა, თუმცა საქართველოში არსებობენ გარკვეული ძალები, რომლებიც „რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებით დაინტერესებულები არ არიან და ანტირუსულ რიტორიკას იყენებენ.