იაპონიაში ერთ-ერთი უმსხვილესი სწრაფი კვების ქსელის ონლაინ არჩევნებში 47 711 ხმით, ქართულმა კერძმა - შქმერული გაიმარჯვა. ამის შესახებ იაპონიაში საქართველოს საელჩო facebook-ზე ავრცელებს ინფორმაციას. შედეგად, კერძი, რამდენიმე თვით კვლავ დაბრუნდება ქსელის 1000-მდე ფილიალის მენიუში.
კერძოდ, საუბარია, სწრაფი კვების ქსელ "მაცუიაზე", სადაც კერძის გაყიდვა მიმდინარე წლის დასაწყისში დაიწყეს.