ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით ბიზნესთან დიალოგი გაიმართა

ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს(EUGBC) ორგანიზებით ბიზნესთან დიალოგი გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „აწარმოე საქართველო" ავრცელებს.

როგორც სააგენტოს ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი ამბობს, ეკონომიკის სტიმულირებისთვის და ქვეყანაში მეწარმეობის განვითარებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან წინაპირობად ბიზნესის ჩართულობა რჩება.

„დღეს საქართველოს კერძო სექტორის წარმომადგენლებს, სააგენტოს უცხოური ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგია და განახლებულ პროგრამები გავაცანით. ბიზნესისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხარდაჭერა და მათთვის საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კერძო სექტორის მხარდაჭერის განახლებული ფინანსური მექანიზმების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება, რადგან ეკონომიკის სტიმულირებისთვის და ქვეყანაში მეწარმეობის განვითარებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან წინაპირობად რჩება მათი ჩართულობა“, - განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.

ღონისძიების ფარგლებში მიხეილ ხიდურელმა კერძო სექტორის წარმომადგენლებს სააგენტოს საქმიანობა, განახლებულ პროექტები და სამომავლო გეგმები გააცნო. დამსწრე საზოგადოება საქართველოს საინვესტიციო სტრატეგიასაც გაეცნენ.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ზურაბ ძნელაშვილმა, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ, ასევე საბჭოს წევრი კომპანიების წარმომადგენლებმა და ხელმძღვანელებმა.