კომპანია „ტვიტერი“ აცხადებს, რომ ჰაკერებმა კიბერთავდასხმა 130-მდე ანგარიშზე განახორციელეს. კომპანიის ინფორმაციით, ჰაკერებმა აღნიშნულ ანგარიშებზე კონტროლი მოიპოვეს და სასურველი პოსტები განათავსეს.
„ტვიტერის“ განმარტებით, კომპანია ცდილობს დაადგინოს, შეძლეს თუ არა ჰაკერებმა პერსონალურ მონაცემებზე წვდომა.
ცნობისათვის, აღნიშნულ ანგარიშებს შორის ჯო ბაიდენის, ბარაქ ობამას, კიმ კარდაშიანის, ელონ მასკის, ჯო ბეზოსის, ბილ გეითსისა და სხვა ცნობილი ადამიანების „ტვიტერის“ გვერდებიც იყო.