საქართველოში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

მონაცემების თანახმად, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1010 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ ორი პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 885-ს შეადგენს. გარდაცვლილია 15 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმში 5640 პირია მოთავსებული. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 244 პირი იმყოფება, უცხოეთიდან სამკურნალოდ კი გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.