სამშენებლო და სარემონტო მასალების ამიერკავკასიაში უდიდესი ჰიპერმარკეტი „მიჰაუსი“, ოფიციალურ გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე, მომხმარებლის წინაშე ციფრულად წარსდგა სლოგანით – „მეტი ინოვაცია შენი სახლისთვის“.
ჰიპერმარკეტში შესვლისთანავე მომხმარებელს ხვდება სენსორული მონიტორები. ეს ტექნოლოგიური მოწყობილობა დაგეხმარებათ, სასურველი პროდუქტის აღმოჩენაში – სულ გიგანტურ ჰიპერმარკეტში 21 ქვეყნის წამყვანი ბრენდების მიერ წარმოებული 60 000 პროდუქტი 11 სექციაშია წარმოდგენილი.
გარდა სენსორული მონიტორებისა, მომხმარებელს „მიჰაუსის“ უზარმაზარ სივრცეში ნავიგაცია იატაკის ფერებითაც შეუძლია. მაგალითად, ყვითელ სექციაში განათების სისტემებია განთავსებული, სხვა ფერითაა მონიშნული საღებავების სექცია და ა. შ.
სხვათაშორის, „მიჰაუსი“ ეკოლოგიურად სუფთა და ეკომეგობრულ პროდუქტებზეა ორიენტირებული და მომხმარებელი ყველა სექციაში იპოვის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებს, განსაკუთრებით კი ეს საღებავებს ეხება.
„მიჰაუსის“ ინოვაციად მიიჩნევა ამიერკავკასიის ბაზარზე VR სათვალის დანერგვა კლიენტების მომსახურებაში, რომლებსაც კომპანიის დიზაინერები 3D გამოსახულებაში უქმნიან მათთვის სასურველი ინტერიერის დიზაინს. ამ სათვალის მეშვეობით მომხმარებელი მთლიანად ათვალიერებს თავის მომავალ სახლს. ასეთი მიდგომა მნიშვნელოვნად ამცირებს როგორც რემონტის დროს, ასევე გაუთვალისწინებელი პროცესებისგან გამოწვეულ დამატებით ხარჯებს.
სწორედ ინოვაცია და კომფორტი ერთ სივრცეში ქმნის ყველა წინაპირობას იმისთვის, რომ მომხმარებელმა დროის კუონომიაც გააკეთოს და საკუთარ არჩევანს ხუსტად მოარგოს ესათუის პროდუქტი. ამაში მათ „მიჰაუსის“ კონსულტანტებიც აქტიურად დაეხმარებიან.
თავის არჩევანში მყარად ჩამოყალიბებულ მომხმარებელს კი სახლიდან გაუსვლელად შეუძლია „მიჰაუსში“ სასურველი პროდუქტის შეძენა და საკმაოდ კომფორტული მიტანის სერვისით სარგებლობა.
ეს ყველა წინაპირობაა იმისთვის, რომ ნებისმიერი ჩვენგანი „მიჰაუსის“ ერთგული მომხმარებელი გავხდეთ. და აქ არ დამთავრებულა ყველაფერი – ყველა მომხმარებელი მიიღებს ლოიალურობის ბარათს, ხოლო ამავე ბარათით ერთგული მომხმარებელი კიდევ უფრო მეტი ფასდაკლებით ისარგებლებს, ისედაც ექსკლუზიური ფასების პირობებში.
კიდევ ერთი დამატებითი კომფორტი, რასაც „მიჰაუსი“ გთავაზობთ, ეს არის უზარმაზარი, უფასო პარკინგი, რაც, ცხადია, დიდი კომფორტია დღეისთვის.