„ელექტრო და ეკომეგობრული ტრანსპორტის წახალისების მიმართულებით ქალაქის ქუჩებში ელექტროდამტენების მონტაჟი დავიწყეთ"

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მერია ელექტრო და ეკომეგობრული ტრანსპორტის წახალისების მიმართულებით აქტიურად მუშაობს.

კალაძის თქმით, იმისთვის, რომ ელექტრომობილების რაოდენობის გაზრდა წახალისდეს, დედაქალაქში ელექტროდამტენები დამონტაჟდა, რომლითაც მომხმარებლებს 1 წლის განმავლობაში უფასოდ შეუძლიათ სარგებლობა.

„ელექტრო და ეკომეგობრული ტრანსპორტის წახალისების მიმართულებით ჩვენ დავიწყეთ ქალაქის ქუჩებში ელექტროდამტენების მონტაჟი, ერთი წლის განმავლობაში სრულიად უფასოდ ვაძლევთ შესაძლებლობას ელექტრომობილების მეპატრონეებს, რომ ისარგებლონ ამ ელექტროდამტენებით. იცით, რომ საბაჟო გადასახადისაგან მთლიანად გათავისუფლებულია ელექტრომობილები, პარკირება მათთვის უფასოა ქალაქში და ვფიქრობ, ეს კონკრეტული ღონისძიებები წაახალისებს ელექტრომობილების რაოდენობის გაზრდას“, - განაცხადა კახა კალაძემ.